|
2018-07-30 14:50:09, 1177 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
„მყოველდღე ვღებულობ ზარებს ათობით ადამიანისგან, კასპის ორგნიზაციამ დამირეკა, 60 ადამიანიაო, რომელიც თავს შეურაცხყოფიალად გრძნობს. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილი „კოლექტიური ზარდიაშვილებისგან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. „ჩემი, როგორც მოქალაქის, პირველ რიგში, უფლება დაირღვა ჩემთან შეუთანხმებლად, ჩემთან გასაუბრების გარეშე. ადამიანს სამსახურიდან რომ ათავისუფლებენ, იბარებენ, ეუბნებიან, რომ თქვენ გათავისუფლებული ხართ, უხსნიან მიზეზს, აწერენ ხელს განცხადებას და მერე იმ ადამიანს, აქვს უფლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. და ვიცით, ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანებმა თავი აღიდგნეს. მე ყოველდღე ვღებულობ ზარებს ათობით ადამიანისგან, კასპის ორგნიზაციამ დამირეკა, 60 ადამიანიაო, რომელიც თავს შეურაცხყოფიალად გრძნობს. ჩვენ მომავალში გავხსნით გვერდს, სადაც „ქართული ოცნება 2012“-ის მოსვლის შემდეგ, დარეგისტრირდებიან ეს შეურაცხყოფილი ადამიანები. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილი „კოლექტიური ზარდიაშვილებისგან“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, დავით ჭიჭინაძე პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს. როგორც „ქართული ოცნების“ სამდივნომ განმარტა, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)