19:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 16:49:27, 729 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. 

ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - კობა ნაკაიძე და მუხრან ვახტანგაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი  გიორგი რომანაძე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში,  მოწყობილია  რკინა ბეტონის კიუვეტები და საყრდენი კედლები. 4 ადგილზე მოეწყო 122 გრძ.მეტრი გაბიონი, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარი   9 574 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 490 998  ლარს შეადგენს.

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სულ 29,790 კმ ასფალტობეტონის საფარის და 8700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობაა გათვალისწინებული. დაგეგმილია 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებულ ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.

სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის  18 224 785 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics