|
2018-07-26 17:59:25, 1008 ნახვა
საზოგადოება
6 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 485-მა მოქალაქემ მოითხოვა, შვედეთში - 490-მა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარკ ჰულსტის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ 6 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 485-მა მოქალაქემ მოითხოვა, შვედეთში - 490-მა, ბელგიაში - 471-მა, ხოლო ნიდერლანდებში - 81-მა. როგორც ჰულსტმა ჟურნალისტებს განუცხადა, აზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხი მცირდება. მანვე დასძინა, რომ მატების ტენდენცია მხოლოდ ბელგიასა და ნიდერლანდებში ფიქსირდება. „კლების მაჩვენებელი იმედისმომცემია. იგივე ტენდენციაა შვედეთში, სადაც ნოემბერ-დეკემბერში და წელს იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა თავშესაფარი. გერმანიასთან შედარებით თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ შვედეთისთვისაა დიდი რიცხვი, რაც მათთვის ახალი მოვლენა იყო. თუ ამ ციფრებს შარშანდელი 6 თვის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება შვედეთში 23%-ია, ბელგიაში ზუსტად იგივე ციფრია, რაც შარშან იყო",- განაცხადა მან. მისი განმარტებით, საქართველოდან წასულ მოქალაქეებს თითქმის არ აქვთ საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების შანსი. ჰულსტმა მაგალითად გერმანია მოიყვანა და აღნიშნა, რომ სტატუსი თავშესაფრის მომთხოვნ პირთა მხოლოდ 1%-მა მიიღო. „აქ საუბარია ორ სხვადასხვა სტატუსზე, ერთია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, რომელიც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მეორეა დროებითი ცხოვრების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ, ძირითადად, საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე. ასევე, არცერთ პირს არ მიუღია სტატუსი შვედეთში, აქ ფაქტობრივად დროებითი სტატუსის მინიჭებაც არ ხდება, ისევე, როგორც ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ადრე საფრანგეთი იყო ლოიალური ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, საფრანგეთი იმავე ლოიალური მიდგომით არ მგონია მოქმედებდეს",- განაცხადა ჰულსტმა. მისივე შეფასებით, ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან თავშესაფრის მაძიებლებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)