|
2018-07-26 12:42:47, 689 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რიაონში კიდევ ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ფიტნეს ზონები ეწყობა. მერიის ინფორმაციით, სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი გლდანის რაიონში კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა. ფიტნეს ზონები ამჯერად, ანდრონიკაშვილის პირველ შესახვევში არსებულ სკვერში, გლდანის ა მ/რ-ის N62-63 კორპუსების, ვეკუას ქუჩა N10 კორპუსისა და გლდანის მე-3 მ/რ-ის N68ა-68ბ კორპუსების მიმდებარედ განთავსდა. ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიაქაუტაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. „ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნეს ზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ მოწყობილ სივრცეებს. დღეს, კიდევ ოთხ მისამართზე, ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 12 ასეთი ზონა მოვაწყვეთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოები შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 274 ლარი გამოიყო.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)