10:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 11:47:06, 864 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი მთავრობისადმი კრიტიკული იყო, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან მასზე იერიშები გრძელდება

„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან, პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი თავდასხმები არაკონსტრუქციული ოპოზიციის ხელწერაა.

„ზოგადად, ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები, სამწუხაროდ, არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. ოპოზიციის მხრიდან ძირითადი ამოცანაა, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის პიროვნული დისკრედიტაცია, საზოგადოების თვალში“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. გამოწვევებზე, მე კიდევ ერთხელ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო, დიახ ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იცით, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ. ამასთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დავიწყეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, იმისთვის რომ ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტების მიღება, რომელიც სამწუხაროდ, წარსულში ფიქსირდებოდა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics