|
2018-07-26 11:14:45, 1235 ნახვა
პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის მიმართულება გამოეყოფა და მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და მთავრობის ადმინისტრაციაში გადავა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონალურ მიმართულებას დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მათავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონებშია. „ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეგიონებში ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რათა ჩვენ გვქონდეს პირდაპირი და უკუკავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში დამეხმარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)