|
2018-07-25 19:28:22, 857 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო კრის ბოტისთან ერთად გაიმართება
მთელი საქართველოს ბანკის, გენერალური პარტნიორობით, „ჩექ ინ ჯორჯიასა“ და „ ბლექ სი არენას“ ორგანიზებით, ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართება. 16 აგვისტოს სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება სპეციალურად ნანი ბრეგვაძისათვის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორებისა თუ სასიმღერო ტექსტებს ცნობილი შემქმნელების მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის მიერ დაწერილი შედევრები. 16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგებიან ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და რაც მთავარია - კრის ბოტი.
(R)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)