19:24 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 15:25:41, 678 ნახვა

რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები პროექტის „მობილური ექსტენიცა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის და კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.

სპეციალისტებმა საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის,  წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების ფერმები და ნაკვეთები მოინახულეს, სამინისტროს მიმდინარე პროექტები გააცნეს და თემატური ბროშურები დაურიგეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და სახელმწიფო პროგრამების გაცნობაა.

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები 1-3 აგვისტოს ბაღდათის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სოფლებს ეწვევიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics