|
2018-07-25 12:13:02, 609 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე პირადად დაინტერესდა არდაგანის ტბაზე წყლის დაბინძურების მიზეზებით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, არდაგანის ტბა ბათუმში ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, შესაბამისად, იგი უნდა იყოს მოწესრიგებული და მიმზიდველი. თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. მათ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული მოედანი დაათვალიერეს და ბულვარში მყოფ ტურისტებს გაესაუბრნენ. თორნიკე რიჟვაძე უცხოელი ტურისტების შეფასებებით დაინტერესდა, რომელიც საპლაჟო ინფრასტრუქტურის თუ ქალაქში დასვენების კუთხით არსებობს. „ბულვარის ადმინისტრაციას დავალება მიეცა, რომ უმოკლეს ვადებში მოწვეულ იქნას შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ტბაში არსებული შლამის მდგომარეობის შესწავლას და უმოკლეს ვადებში ტბის გაწმენდას, როგორც ვიზუალური ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე გავესაუბრეთ ტურისტებს, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. არის გარკვეული შენიშვნები, ბულვარის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებს უმოკლეს ვადებში გამოასწორებს. გარკვეული პრობლემები გვაქვს მოპედებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება ისეთ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც არ არის ნებადართული. ამ კუთხითაც იქნება გამკაცრებული მონიტორინგი. ვთხოვთ როგორც მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თავისუფალ გადაადგილებას ბულვარში "-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)