|
2018-07-25 00:59:59, 751 ნახვა
პოლიტიკა
„ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს“
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, ჭარბვალიანობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბვალიანობის საკითხს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ინფორმაციას უმალავდნენ. „გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ. მიუხედავად ყოველთვიური ჩემი შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რას მალავდნენ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მალავდნენ კვლევას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იგივეს ამბობდა. „მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მაკა ცინცაძის კითხვაზე, თუ ვინ დაუმალა კვლევა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა დამალეს. „ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)