09:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 17:24:52, 938 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: მ.კ. უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას

„საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თანახმად, მ.კ. უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას“,  -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოთარ კახიძის შეფასებით, საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირო.

„მ.კ. როგორც მოგეხსენებათ,  საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით. მ.კ. არის ის პირი, ვისი უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ის არის პირი, ვინც ჩხუბის დაწყებიდან, დასრულებამდე იმყოფებოდა დავით სარალიძესთან ერთად ფარდულში და მასთან უშაულო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. როგორც ირკვევა, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება, ასევე მ.კ.-ს საკუთრივ აღიარებითი ჩვენება,  რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე და საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რომელიც მ.კ.- ს მხილებისთვის არის საჭირო და დღემდე ამტკიცებენ, რომ გ.ბ არის სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე და მ.კ.“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ.

სპეციალიზებულ ცენტრში, საგამოძიებო კომისიის მიერ  მ.კ.– ს გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიამ უკვე დაკითხა მოზარდების მკველობის საქმის ერთ-ერთი მოწმე ა.ს., რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics