|
2015-06-03 11:07:19, 1689 ნახვა
მსოფლიო
FIFA-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბლატერის განცხადებით, ახალ პრეზიდენტს უახლოეს ხანებში აირჩევენ. თავად საკუთარ კანდიდატურას არ წარმოადგენს, თუმცა არჩევნებამდე FIFA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. „იმის მიუხედავად, რომ ფედერაციის წევრებმა ახალი მანდატი მომანიჭეს, ხელახლა ამირჩიეს პრეზიდენტად, როგორც ჩანს, ამ მანდატს მხარს ფეხბურთის სამყაროში ყველა არ უჭერს - გულშემატკივრები, კლუბები, ფეხბურთელები. ამიტომ მოვიწვევ კონგრესს და დავთმობ ჩემს უფლებამოსილებებს“, - განაცხადა იოზეფ ბლატერმა. როგორც ცნობილია, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორები პრეზიდენტის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით ბლატერის გადაწვეტილებით კმაყოფილები არიან. გავრცელებული ცნობით კი შეერთებულ შტატებში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ბლატერის ჩართულობის თაობაზე გამოძიებას ჩაატარებენ. გასულ კვირას იოზეფ ბლატერმა FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)