|
2018-07-24 14:31:17, 972 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება
„დამატებითი დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ, ვიდრე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას არ მივიღებთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა გრძელდება. „ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მიიღო შინაგან საქამეთა სამინისტრომ, დადასტურდა, რომ სექსუალური კავშირი იყო ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თავს შევიკავებ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უკვე დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. გამოძიება გრძელდება, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში და თუ რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგხსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)