14:07 - 08 May, 2026
|
2018-07-24 12:14:03, 763 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: 2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება
2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. დღეს ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ეს არის წარსული და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, რომ რეალურად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)