14:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 11:42:12, 974 ნახვა

საზოგადოება
ხანძრის გამო, საელჩო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს:

„ქ. ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში, საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვმია საელჩოს მიმართვაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი,  დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics