|
2018-07-21 19:09:32, 822 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: რუსული მიდგომა არ იცვლება
„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება ამ საკითხის მიმართ",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული მთელი ამ წლების განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, წერილში აღნიშნულია რომ „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი მათ საქმიანობაში არ ერევა“.
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)