00:57 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 12:54:07, 903 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: საოცარი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა, გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო იმას ელოდება, რას იტყვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები პრეზიდენტის იმიჯს ზიანს აყენებს.

"საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა, ფაქტიურად გამოდის რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება რას იტყვის და რას გააკეთებს, რომ ამის მიხედვით კანდიდატურები შეირჩეს. ვფიქრობ, ეგეთი განცხადებების კეთება სერიოზული პრობლემაა. იმიტომ, არ ვასახელებ ჩემს კანდიდატურას, რომ ყურადღება არ მომაკლდესო. რაც უფრო მეტ ასეთ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა უფრო მეტი ყურადღება ექნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ჩინეთისგან 10 მილიარდი რუბლის ღირებულების გასაბერი სამხედრო ტექნიკა შეიძინა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics