|
2018-07-20 13:53:08, 637 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში, ბარათაშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე, სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ბარათაშვილზე 163, ხოლო ორბელიანზე 635 გრძივი მეტრი ახალი ქსელი მოეწყობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მნიშვნელობა ისაუბრა. გამგებლის თქმით, ქუჩებზე, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდება, საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუმჯობესდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემებიც მოუგვარდება. „უხვი ნალექი აქ მცხოვრებებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. იტბორება, როგორც ეზოები, ასევე გზის სავალი ნაწილი. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ ვითარება სრულიად შეიცვლება“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ. სანიაღვრე არხების მშენებლობას გამგეობა შემოდგომისთვის დაასრულებს. პროექტების საერთო ღირებულება 313 991 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)