|
2018-07-20 12:18:51, 802 ნახვა
საზოგადოება
„როსპოტრებნადზორი“ რუსეთში საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხს ამოწმებს
რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით, „როსპოტრებნადზორი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომლის ხარისხიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. „2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომლის ხარისხიც რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებელთა უფლების შესახებ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, ქართული ალკოჰოლური სასმელი, რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს“, - ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში. მათივე ცნობით, ალკოჰოლურ სასმელი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა. „ხარისხის ანალიზი მეტყველებს როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)