|
2018-07-20 09:38:04, 663 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალურ სამიტს დაესწრო და პანელში სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“ მიიღო მონაწილეობა. მაია ბითაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და მცირე დროში პოპულარობაც მოიპოვა პლატფორმამ „შენი იდეა ქალაქის მერს“. „პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც არის ინოვაციისა და მოქალაქეთა საჭიროების სინთეზი, გახდა ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი მონაწილეთათვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ეხება იმავე ადამიანებს. თბილისის მერია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდეს. ჩვენი სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის სამომავლო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რომელსაც სექტემბერში წარმოვადგენთ იქნება ძალიან ამბიციური“, - განაცხადა მაია ბითაძემ. „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი დღეს დასრულდა. ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, 17- დან 19 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)