13:29 - 18 Aug, 2026
|
2018-07-19 18:41:55, 1010 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი ეწვია. უცხოელ სტუმარს სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანს საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდა სერვისების გაცემის პროცესს. ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)