|
2018-07-19 18:00:35, 927 ნახვა
კომენტარი
პეტრიაშვილი: აუცილებელია, უმოკლეს ვადებში ხელისუფლებამ მოამზადოს ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციის გეგმა
"აუცილებელია, ფორსირებულ რეჟიმში, უმოკლეს ვადებში ხელისუფლებამ მოამზადოს ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციისა და თავად, უშუალოდ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა", - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეშახტეებმა უნდა მიიღოს ხელფასის ანაზღაურება, სანამ საერტაშორისო ექსპერტები დასკვნას არ დადებენ. „კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ტყიბულში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევა განაპირობა ამ სფეროს მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არასწორმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ. პროფესიული კავშირების მიერ ჩემზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩემ მიერ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკითხის არაერთგზის დაყენების მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს შრომის უფლებების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სრულყოფილი კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმი ეფექტური შრომის ინსპექციის სახით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივით მოწვეული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ შახტებში არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის დასკვნის დადებამდე, უნდა მოხდეს დასაქმებულთა შრომის სრული ანაზღაურება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საწარმოს გაჩერების პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე უნდა გამოიყოს შესაბამისი სახსრები, რათა მოხდეს ერთი მხრივ, კომპანიისთვის შახტების მოდერნიზაციის ფინანსურ-ეკონომიკურ ხარჯებში სახელმწიფოს მონაწილეობის განსაზღვრა და მეორე მხრივ, დასაქმებულებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქში სოციალურ-კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, რომ შახტებში მოპოვებითი სამუშაოები უნდა განახლდეს და მშრომელები შახტებში დაიშვან მხოლოდ მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციისა და შრომის ორგანიზების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შემდეგ. აუცილებელია, ფორსირებულ რეჟიმში, უმოკლეს ვადებში ხელისუფლებამ მოამზადოს ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციისა და თავად, უშუალოდ ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რასაც ჩვენ ვითხოვდით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პრემიერ-მინისტრისადმი 6 აპრილის მიმართვით და ასევე 19 აპრილს პროფკავშირების ინიციატივით მოწვეულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე, რაც სამწუხაროდ, დღემდე, გათვალისწინებული არაა. თუმცა, პროფკავშირების ეს პოზიცია გაიზიარა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც მისასალმებელია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მათი მხრიდან საკუთარი ორგანიზაციის წარმოჩენას ისახავს მიზნად“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ტყიბულის ,,ახალი სიცოცხლის ქალაქად“ გარდაქმნის მიზნით, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)