|
2018-07-19 14:30:57, 632 ნახვა
პოლიტიკა
ბელგიის ვიცე-პრემიერი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რაც ახალ დინამიკას შესძენს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისა და ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლის გაზრდას. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთასორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)