|
2018-07-19 14:30:15, 692 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I შესახვევში სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ვაჟა-ფშაველას I შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას საფრთხე წლების განმავლობაში ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო სამუშაოები დაიწყება, რომლის დროსაც, მოეწყობა ბორდური და 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. „სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, გარკვეულ მონაკვეთებზე წყალი გუბდებოდა, რაც წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ახლა კი, მთლიანად ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რის შემდეგაც, ეზოშო ასფალტის ახალი საფარი დაიგება და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 193 277.18 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)