|
2018-07-19 13:34:02, 661 ნახვა
პოლიტიკა
„ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტის სტუმარ დელეგაციებთან იუსტიციის მინისტრის შეხვედრები გრძელდება
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კომერციული პალატები ბიზნესდავებისათვის; მედიაციის ინსტიტუტი და საარბიტრაჟო სისტემის განვითარება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად; ადამიანის უფლებების დაცვისათვის გატარებულ რეფორმები; სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელი, რომელიც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ხორციელდება. „OGP"-ის ფორმაში მიმდინარე რეფორმები, - ამ თემებზე ესაუბრა იუსტიციის მინისტრი მონტენეგროს დელეგაციას, რომელიც საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება. 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები თბილისში 16 ივლისიდან იმყოფებიან, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. „OGP"-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრია. თეა წულუკიანი, როგორც მსოფლიო სამიტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე შეხვდა ინდონეზიის, კანადის, სომხეთის, არგენტინისა და ანტიგუა და ბარბუდას, რუმინეთის დელეგაციებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)