|
2018-07-19 12:26:31, 668 ნახვა
საზოგადოება
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ფართოვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოებას გეგმავს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით, სამინისტრო ინტერესის გამოხატვის მიზნით იწვევს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს რეგიონში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქვეპროგრამის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა და სადღეღამისო თავშესაფრის მოწყობა. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: info@moh.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია: ** წერილობითი განაცხადი ინტერესის გამოხატვის შესახებ; ** საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი; ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი); ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ** მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ფართის საკუთრების ან ფართით დროებით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბათუმში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ინტერესის გამოხატვის შესახებ განცხადების ლინკი განთავსებულია საიტზე jobs.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთი: http://www.jobs.ge/182300/
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)