|
2018-07-19 10:34:12, 762 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირი ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მან პარტიის სამდივნოს ბოლშევიკები და „პატარა კომკავშირელები“ უწოდა. "ის რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს და ზოგადად განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირელები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას რომ შევხედოთ, რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს დავით ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)