|
2018-07-19 10:19:21, 627 ნახვა
საზოგადოება
1-ელი იანვრიდან დღემდე, ტექნოგენური დანაგროვის უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ტექნოგენური დანაგროვის (სილიკო-მანგანუმის ნარჩენი) უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა 258 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის 12 ფაქტი. უკანონოდ მოპოვებულმა ტექნოგენურმა დანაგროვმა (სილიკო-მანგანუმის ნარჩენი) ჯამში, 72 ტონა შეადგინა. „გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 253 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 2-2 ფაქტი ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 1 ფაქტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. გაცნობებთ, რომ წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)