|
2018-07-18 22:29:39, 1267 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში, რაც მოიცავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს
" ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "დღეს განვიხილეთ ასევე შავი ზღვის აუზისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც რუსეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება რეგიონში ნატოს მზარდ წარმომადგენლობაზე. შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის და საქართველო ზრდის თანამშრომლობას ამ სფეროში საზღვრის დაცვისა და სანაპირო ზოლის დამცავ სამხედროთა წვრთნების გზით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ფლოტის გაზრდილი ურთიერთობისა და მეტი თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს საზღვაო ხომალდების ცენტრს შორის. ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)