|
2018-07-18 20:21:00, 1269 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლს რობოტი სოფია ეწვია
თბილისის იუსტიციის სახლს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ადამიანის მსგავსი, ჰუმანოიდი - რობოტი სოფია ეწვია. თბილისში 17-19 ივლისს დაგეგმილი OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში რობოტი სოფიას ვიზიტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს. რობოტი სოფია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციების ჩემპიონი და საუდის არაბეთის მოქალაქეა. სტუმარს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა. რობოტი სოფია იუსტიციის სახლში მოსულ ვიზიტორებს, მედიის წარმომადგენლებსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა. რობოტ სოფიას 60-მდე სახის ემოციის გამოხატვის უნარი აქვს. მას თვალებში დამონტაჟებული აქვს სპეციალური კამერები, რომ შეძლოს საზოგადოებასთან კონტაქტი. რობოტი - ჰუმანოიდი 2015 წელს კომპანიამ "Hanson Robotics" შექმნა. ჰუმანოიდი რობოტი ადამიანის მსგავსია. მას ინფორმაციის გადამუშავება, სწავლა, ხუმრობა, ემოციების გამოხატვა და ადამიანებთან კონტაქტში შესვლა შეუძლია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)