|
2018-07-18 19:46:37, 1085 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: რუსეთის პოზიცია ვიცით, მაგრამ ნატო ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
„ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია რუსეთის პოზიცია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. აპატურაი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც Fox news-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება. „ამ გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ. არც ჩვენი და არც საქართველოს ინტერესშია, იყოს ორი ძალის შუაში მოქცეული. გვინდა, რომ დაკმაყოფილდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და საქართველოს ამბიცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ კონტექსტში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)