|
2018-07-18 18:53:47, 983 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეები ცნობილია. მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. სამინისტროში ახალი სახეა ირინე აბულაძე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. მინისტრის ახალი მოადგილე საერთაშორისო განათლების მართვის მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრია. ირინა აბულაძეს განათლების სექტორში 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. უკანასკნელ პერიოდში ის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეობამდე კი, ამავე ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ირინე აბულაძეს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფართომასშტაბიანი პროექტების მართვასა და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით. გაერთიანებულ სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან - ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე, ალექსანდრე თევზაძე, თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური. რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ის მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)