|
2018-07-18 16:25:45, 643 ნახვა
საზოგადოება
საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი, 17 ივლისის მდგომარეობით, 8.2 ათას ტონას შეადგენს
17 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (73.2%), სომხეთის რესპუბლიკაში (15.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.8%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება. ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)