22:09 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 15:58:34, 646 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში 23 სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 23 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკვერების ტერიტორიებზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განახორციელეს და ლითონის დეკორატიური მოაჯირებით შემოსაზღვრეს.

მოსასვენებელ სკვერებში მოეწყო გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერებში ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ხოლო პატარებისთვის  კაუჩუკის რბილ იატაკზე ატრაქციონები დამონტაჟდა. 

საშემოდგომო გამწვანების პერიოდში, სკვერებში ასევე, გამწვანების აქციები მოეწყობა.

სკვერების სარებილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ჯეოპარკმა“ და „ინტერტექნოლოგმა“ 761 487 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics