|
2018-07-18 15:52:42, 581 ნახვა
საზოგადოება
ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესით, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის მიხედვით, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ნუცუბიძის II მ/რ-ში III კვარტლის მე-6 კორპუსის სახურავი განახლდა, ნუცუბიძის 215-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსში, ნუცუბიძის II მ/რ-ის III კვარტლის მე-3 კორპუსში და IV მ/რ-ის 30-ე კორპუსში კი, საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ და სხვა სახის დასრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 116 470 ლარი გამოიყო. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ამ დროისთვის, რეაბილიტაცია 41 მისამართზე გრძელდება. მათ შორისაა, კორპუსების სართულშუა ნაპრალების ამოვსება, ასევე, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, სახურავებისა და ლიფტების განახლება. მიმდინარე სამუშაოების შესრულების თანხა 557 462 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)