|
2018-07-18 14:28:47, 567 ნახვა
საზოგადოება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის. „მოგეხსენებათ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არსებობის მცირე ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტიანი თანამშრომლობა“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. როგორც სტეფან ბერნსმა განაცხადა, პროგრესულია საქართველოს მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგებიც თვალსაჩინოა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ინიციატივების და რეგულაციების შემუშავების კუთხით, რაც სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის №200) გახსნილი ოფისი დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)