|
2018-07-18 14:24:05, 627 ნახვა
საზოგადოება
„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)