|
2018-07-18 14:21:21, 738 ნახვა
პოლიტიკა
„ნატო-ში ინტეგრაცია პირველ რიგში ხალხის გადაწყვეტილებაა“ - კობახიძე პუტინის განცხადებას პასუხობს
„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად წინ მივიწევთ ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლდიმერ პუტინის განცხადებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაცია არის, პირველ რიგში, ხალხის გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგებთან ერთად, ამას სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევაც ადასტურებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზნები და პრიორიტეტები, რაც არის ასახული, მათ შორის, შესაბამის დოკუმენტებში. მათ შორის, ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით იცით, რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ნატო-სთან, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, რომლის ფარგლებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა წარიმართება და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, მუშაობას. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი ნება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის პირველ რიგში ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც დასტურდება როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით, ასევე, პირველ რიგში, არჩევნების შედეგებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, პუტინმა Fox news-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)