|
2018-07-18 12:13:41, 1019 ნახვა
პოლიტიკა
მაისურაძე: პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენმდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი
„აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას ალიანსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში უფრო მეტი წინგადაგმული ნაბიჯის მისაღწევად",- ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ში, ალექსანდრე მაისურაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაური პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვევა. ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი, სწორედ, ბრიუსელში იმართება. „ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში იმართება. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც ნატო-ს შტაბბინაში, ისე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან მაღლ დონეზე. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში",- განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)