|
2018-07-18 10:16:26, 809 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი - ბევრ ადამიანზე მაქვს უარი ნათქვამი და როგორც წესი, შემდგომში მათგან ჭორები მოდიოდა
„ჩემი სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანზე მაქვს უარი ნათქვამი და როგორც წესი, შემდგომში მათგან ჭორები მოდიოდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროკურატურაში მის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა. „ძალიან ბევრი ჭორი იყო გავრცელებული ჩემს გარშემო ამ წლების განმავლობაში. ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს უარი ნათქვამი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა და როგორც წესი, შემდგომში ეს ჭორები უკვე მოდიოდა ამ ადამიანებისგან. ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემი სახელის წინააღმდეგ მუშაობდა. საზღვარიც გადავკეთე და დავბრუნდი. ჩვეულებრივ გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ გამოკითხვას, მისი თქმით, გამომძიებლებმა კითხვები რამოდენიმე საკითხზე დაუსვეს, რომელიც პირდაპირ მასთან დაკავშირებული არ იყო. „პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა მოსაზრება, რაც მე გამაჩნდა დავაფიქსირე და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი. ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, ამ კითხვაზე მე პასუხს გავცემ უპრობლემოდ. დასამალი არაფერი მაქვს. მინდა ვთქვა, რომ კარიერის განმავლობაში ვთვლი, რომ ღირსეულად და პატიოსნად ვემსახურე ჩემ ქვეყანას და შესაბამისად, ასეც ვაპირებ, რომ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, გამოკითხვა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. „მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)