|
2018-07-17 22:06:36, 969 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" სუსტი კანდიდატი დაასახელა
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ" სუსტი კანდიდატი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ამის უკან გარკვეული გათვლებიც იყოს. „იყო გარკვეული საუბრები, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისათვის". ეს ეჭვები გარკვეულწილად გაამყარა წარდგენილმა კანდიდატმა. ეს არის სუსტი კანდიდატი. რაში უნდა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობას" სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)