|
2018-07-17 21:51:43, 1215 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ბაგრატის ტაძარში დაასახელეს
ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი თანხმობისკენ გადადგმულია და ის ბევრს შემატებს ქვეყნის აღმშენებლობას. მოძრაობა "ძალა ერთობაშია" თაკო ჩარკვიანმა გახსნა ქუთაისში. მისი თქმით, მას არანაირი ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია, გაიაზრა და ისე დადგა ამ გაერთიანების გვერდით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)