08:02 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 19:01:39, 837 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: ეს პროცესი „კაბელებისა“ და „ტრაქტორების“ საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი მინისტრების ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის ფაქტს გამოეხმაურა. 

მარგველაშვილის შეფასებით, ეს პროცესი ე.წ. კაბელებისა და ე.წ. ტრაქტორების საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს.

„მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი ამ პროცესში არის, რომ პროცესები მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება, გამჭვირვალედ, საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. მე არაერთხელ აღმინიშნავს, ბატონი კვირიკაშვილის გადადგომის პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება, საქართველოში პრემიერმინისტრები უცებ ქრებოდნენ უარგუმენტოდ პოლიტიკური პროცესიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებაში, როდესაც ბატონმა პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე. არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს, ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების საქმე, არ უნდა იყოს კაბელების საქმე. საზოგადოებას მაღლი ინტერსიდან გამომდინარე, მაქსიმალური ინფორმცია უნდა მიეცეს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics