22:25 - 04 Nov, 2026
|
2018-07-17 16:36:38, 613 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. საგარეო უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ანა ბრნაბიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და OGP-ის სამიტზე სერბეთის მაღალი დონის მონაწილეობისთვის. ვიზიტის ფარგლებში ანა ბრნაბიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 18 ივლისს კი სერბეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)