|
2018-07-17 16:27:27, 562 ნახვა
პოლიტიკა
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტის წინ „OGP"-ის მმართველმა კომიტეტმა მაღალი დონის შეხვედრა გამართა
„ღია მმართველობის პარტნიორობის" მსოფლიო სამიტის წინ „OGP"-ის მმართველი კომიტეტი მაღალი დონის შეხვედრაზე შეიკრიბა. ღონისძიებას 13 წევრი ქვეყნის მთავრობისა და 13 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან მუკელანი დიმბა უძღვებოდნენ. საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველ კომიტეტს რეზოლუციის პროექტი შესთავაზა, რომელიც ნათლად აყალიბებს ღია მმართველობის პრინციპებს და იმ მიდგომებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალე მმართველობის წინაპირობებია. დოკუმენტი სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაამტკიცეს. ღონისძიებაზე იმ გამოწვევების შესახებაც იმსჯელეს, რომლებიც ღია მმართველობის პროცესში მსოფლიოს ქვეყნებში არსებობს. „OGP"-ის მმართველმა კომიტეტმა ამ გამოწვევების საპასუხოდ კონკრეტული ხედვა ჩამოაყალიბეს. შეხვედრის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის" მომდევნო თანათავმჯდომარეების - კანადის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან თანათავმჯდომარე ნათანიელ ჰელერის - პოზიციებსაც გაეცნენ პარტნიორობის სამომავლო გეგმების შესახებ. მმართველი კომიტეტის მაღალი დონის შეხვედრაზე იმსჯელეს „ღია მმართველობის პარტნიორობის" უმნიშვნელოვანეს მოვლენაზეც − „OGP"-ის მსოფლიო სამიტზე, რომელიც ხვალ თბილისში საზეიმოდ გაიხსნება. სამიტის სტუმრები − მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, უკვე თბილისში არიან. 70-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია ესტუმრა საქართველოს, როგორც „OGP"-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეს და მსოფლიო სამიტის მასპინძელ ქვეყანას, „ღია მმართველობის პარტნიორობის" უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, ავტორიტეტული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. „OGP"-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)