|
2018-07-17 16:06:58, 893 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესება
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, უახლოს წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 5%, წელს კი მოსალოდნელია ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. "ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოხდეს უფრო ეფექტურად გლობალური ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. მსურს, ასევე შევეხო ჩვენი საკრედიტო რეიტინგების დინამიკას. კომპანია Moody's-მა შარშან შემოდგომაზე გაგვიუმჯობესა რეიტინგი და ამასთან ერთად, დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი ჩვენი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება, რომ საქართველომ მოიპოვოს საკრედიტო რეიტინგი, ეს ნიშნავს დღეს არსებული სტატუს-კვოს ორი საფეხურით გაუმჯობესებას. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა, რომელიც უკეთეს პლატფორმას შემოგთავაზებთ იმისთვის, რომ თქვენ რეგიონში აკეთოთ სტაბილური და სწრაფად ზრდადი ბიზნესი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მზარდ მაჩვენებლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ამ თვალსაზრისით ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსრიდა. "ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ნათლად მიუთითებს იამზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ეს ძალიან კარგი სიგნალია და ჩვენ ამ სავაჭრო ბრუნვის შემდგომ დივერსიფიკაციას აუცილებლად ხელს შევუწყობთ. მინდა, შევეხო იმ ძალიან მნიშნელოვან პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ექსპორტის თვალსაზრისით. შარშან თითქმის 30%-ით გაგვეზარდა ექსპორტი და წელსაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკაა. პირველი 6 თვის განმავლობაში კიდევ 28%-ით გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის სავაჭრო რეჟიმები, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოდან ექსპორტის პოტენციალის გაზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ ჩვენ იტალიიდან შევძლოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება ისეთ სექტორებში, როგორიც არის მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)