|
2018-07-17 12:27:28, 863 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეები შახტის დახურვას აპროტესტებენ
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან, მეშახტეები საწარმოო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. მეშახტეების განცხადებით, კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ საგამოძიებო სამუშაოებთან ერთად შახტაში ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდგომაც გაგრძელდეს შახტაში უსაფრთხო შრომა. ან მეორე შეთავაზება მაქვს მთავრობისთვის, მაგრამ არამგონია შეასრულონ - შექმნან ალტერნატიული სამუშაო ადგილები ქალაქ ტყიბულში, ხალხმა აიღოს იგივე ხელფასი და მაშინ არ ვიქნებით წინააღმდეგი შახტებსაც თუ დააკონსერვებენ“, - განაცხადა მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირების თავჯდომარე გაგა ისაკაძემ. ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მომხდარის გამო, შახტები დროებით დაიხურება. მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშები დაუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)