|
2018-07-16 16:00:59, 664 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იტალიის პრეზიდენტი ეწვია
სახელმწიფო ვიზიტით თბილისს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვია. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები ორმხრივ დოკუმენტებს - მემორანდუმებს მოაწერენ ხელს თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დღესვე პრეზიდენტები ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს "ქართულ-იტალიური" ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა, პრეზიდენტები ისაუბრებენ პირველ რიგში, ოკუპაციის საკითხებზე. "მოგეხსენებათ, რომ იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ცხადია ისაუბრებენ უფრო მეტ დაახლოებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთ მემორანდუმს მოეწერება ხელი უწყებათა თანამშრომლობის კუთხით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შედგება ბიზნესფორუმი. ფაქტია, რომ საქართველოს და იტალიას რეალურად აქვთ მაღალი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც მთლიანად უნდა ავითვისოთ და შევისწავლოთ და ბიზნესფორუმი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)