22:24 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 15:56:36, 750 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული

„შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონის ახალი ვარიანტი სექტემბერში იქნება მიღებული.

კობახიძის განმარტებით, გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ამ კანონის შინაარსი

„ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს ამ კანონის. ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics