|
2018-07-16 11:46:26, 817 ნახვა
სამართალი
კანონპროექტის თანახმად, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო გახდება, მთავარ პროკურორს კი, გენერალური პროკურორი ეწოდება
პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოიყოფა და დამოუკიდებელი ორგანო გახდება, მთავარ პროკურორს კი, გენერალური პროკურორი ეწოდება. „პროკურატურა გადის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ხდება დამოუკიდებელი ორგანო. მას არ ექნება არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა. ერთადერთი, სადაც ჩვენ ცვლილებები დაგვჭირდება და უნდა დავინახოთ ეს ბმა, ეს არის პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს უკვე გენერალური პროკურორი ეწოდება. ის წელიწადში ერთხელ ანგარიშით მოდის პარლამენტში. ანგარიში არ ეხება კონკრეტულ საქმეებს, მაგრამ შეეხება ტენდენციებს, მიმართულებებს, ანალიზს და ასე შემდეგ. ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ახლა“, - განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. სხდომაზე ოპოზიცია არ ესწრებოდა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)